ჭანიეთიდან “აჭარა ტექსტილში“ (სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა) მომუშავე პირები გადაჰყავთ.
როგორც უკვე ვიცით, ქობულეთში “აჭარა ტექსტილში“ კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ფაბრიკაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის მცხოვრები ქალბატონები მუშაობენ.
ერთ-ერთს ამ დილით „გურია ნიუსი“ ჭანიეთის სარეისო სამგზავრო მიკროატობუსში ესაუბრა.
_მე ტესტირება ჩამიტარეს და უარყოფითი პასუხი მივიღეთ, – გვითხრა მან.
კიხვაზე, მარტო მას როგორ ჩაუტარდა ან დანარჩენები სად არიან, გვიპასუხა, რომ შინ არიან და ელოდებიან პასუხს.
ამავდროულად სოფელში შემოვიდა უცხო ავტობუსი, რომელსაც ჩვენი ინფორმაციით უკვე “აჭარა ტექსტილში“ მომუშავენი გადაჰყავს .
ადგილობრივები შეშფოთებული არიან და რეკავენ ჩვენთან, ასევე ითხოვენ, ოჯახებიდან, რომელთა წარმომადგენლები აღნიშნულ ფაბრიკაში მუშაობენ, დანარჩენი წევრები მოერიდნონ სამეზობლოსთან კინტაქტს.
_თუ შინ უნდა ყოფილიყვნენ და პასუხს დალოდებოდნენ, რატომ გადაჰყავთ დილიდანვე ეს ხალხი? რაიმეს ხომ არ გვიმალავენ?-რეკავენ ადგილობრივები რედაქციაში.
„გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ ინფორმაციას, თუ რა ხდება სოფელში, სად და რატომ გადაჰყავთ ადგილობრივები.