https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

,,ჩარლზ ბრონსონი _ ფილმების მეფე”

6:12; 5.12.2017
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

80-იანი წლების დასაწყისში, როცა ჩვენში მასიურად შემოვიდა ვიდეოკასეტებზე ჩაწერილი ფილმები, ერთ-ერთი პირველთაგანი ,,ყბებთან” და ,,მეომრებთან” ერთად იყო ,,სიკვდილის წყურვილი”. ფილმი მოგვითხრობდა ერთი არქიტექტორის შესახებ, რომელსაც სახლში შემოჭრილი ნაძირალები ცოლს მოუკლავენ და შვილს გააუპატიურებენ. პოლიციის უმოქმედობით  იმედგაცრუებული კაცი ხელში იარაღს იღებს და ნიუ_იორკის ქუჩებში ანგარიშს უსწორებს ყველა ჯურის არამზადას და ისე სჯის ბოროტებას როგორც მას გაეგება. ფილმის გამოსვლა დაემთხვა 1974 წელს, მაშინ ამერიკაში ქუჩის დანაშაულმა არნახულ მასშტაბებს მიაღწია, ფილმის მესიჯი ყველასათვის ნათელი და გასაგები იყო _ ძალადობა რომ აღმოიფხვრას, მას ხშირად ისევ ძალადობა უნდა დაუპირისპირდეს. ფილმის სცენარი ოდნავ სახეშეცვლილი სახით სინამდვილეში განმეორდა როცა 1984 წლის 22 დეკემბერს, ვინმე ბერნარდ გეთსმა ნიუ იორკის მეტროში თავდაცვის მიზნით ოთხი აფრო-ამერიკელი ყმაწვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან მძიმედ დაჭრა (ფილმში მთავარი გმირი მეტროში ორ ნაძირალას სიცოცხლეს გამოასალმებს). ამ შემთხვევამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, სასამართლომ და საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა (57%-მა, აქედან, 37% ფერადკანიანი იყო) გეთსის ქმედებანი მართებულად ჩათვალა და განაცხადა, რომ თავდაცვის მიზნით გამოიყენებდა იარაღს. გაზეთებმა მას ,,მეტროს ვიჯილანტი” უწოდეს.

,,სიკვდილის წყურვილში” არქიტექტორის როლს ასრულებდა ჩვენთვის ყველასათვის კარგად ცნობილი, თავის დროზე ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი მსახიობი ჩარლზ ბრონსონი (2007 წელს გადაიღეს ფილმის რიმეიქი ,,მამაცი” (რეჟ. ნილ ჯორდანი), სადაც მთავარ როლს ჯოდი ფოსთერი თამაშობს და უნდა ითქვას რომ ის არა მარტო კარგ ფორმაშია ყველა თვალსაზრისით, არამედ ტოლსაც არ უდებს ,,მაჩო” ბრონსონს).

,,სიკვდილის წყურვილმა” აქცია ჩარლზ ბრონსონი ვარსაკვლავად 53 წლის ასაკში, ალბათ ჰოლივუდის ისტორიაში ეს ერთადერთი შემთხვევაა, რადგან ამ წლოვანებაში ბევრი მსახიობი ემშვიდობება კინოკარიერას ან კიდევ ჩრდილში გადის, ბრონსონი კი მილიონობით მაყურებლისათვის ნამდვილ კერპად იქცა. თავისი ჰონორარებით და პოპულარობით მსახიობი თვით ბერთ რეინოლდს, ქლინთ ისთვუდსა და სთივ მაკქუინს გაუტოლდა, მაგრამ რაც მთავარია იგი მიიღო ამერიკულმა აუდიტორიამ. იქამდე ამერიკელი ბრონსონი მთელს მსოფლიოში იყო პოპულარული საკუთარი სამშობლოს გარდა. ჩარლზ ბრონსონს წარმატების მიღწევა უფრო ადრეც შეეძლო _ 1964 წელს, მაშინ მსოფლიოსთვის ჯერ კიდევ უცნობმა იტალიელამა სერჯიო ლეონემ შესთავაზა მსახიობს მთავარი როლი სპაგეტი ვესთერნში ,,ერთი მუჭა დოლარი”, მაგრამ ბრონსონმა უარი განაცხადა. ,,სცენარი იმდენად უხარისხო იყო, რომ მაშინვე უარი ვუთხარი, _ იხსენებდა ბრონსონი, _ ეს იყო ყველაზე საშინელი სცენარი, რომელიც კი მე მქონდა წაკითხული”.  ამით მისცა შანსი ქლინთ ისთვუდს გამხდარიყო სუპერვარსკვლავი. წლების შემდეგ ამ მცდარი გადაწყვეტილების გამო მსახიობი ძალზე ნანობდა. თუმცა მას მაინც მოუხდა იტალიური ვესთერნის მამის ეპიკურ ფილმში ,,ერთხელ დასავლეთში” მონაწილეობა.

,,სიკვდილის წყურვილის” ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ კი ,,ნიუ იორკ დეილი ნიუსი” იუწყებოდა: ,,ჩარლზ ბრონსონი _ ფილმების ახალი მეფე” და ამცნობდა ამერიკელ მკითხველს, რომ იგი იყო ევროპის ყველაზე ცნობილი მსახიობი და რომ მისი პოპულარულობა უტოლდებოდა დიდი იაპონელი მსახიობის ტოშირო მიფუნეს პოპულარობას აზიაში. ბრონსონმა და მიფუნემ ერთად ითამაშეს კიდეც ფილმში ,,წითელი მზე”, რომელიც მსახიობს თავის საყვარელ ნამუშევრად მიაჩნდა.

ჩარლზ ბრონსონის ნამდვილი სახელია ჩარლზ დენის ბუჩინსკი, იგი დაიბადა ერენფილდში 1921 წლის სამ ნოემბერს ღარიბი ლიტველი მეშახტის მრავალშვილიან ოჯახში. ბავშვობიდან მუშაობდა მაღაროში. შემდეგ ბუჩინსკი ჯარში გაიწვიეს, იგი სამხედრო ავიაციაში მსახურობდა და იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის ფრონტებზე, ომიდან დაბრუნებულმა დაიფიცა რომ მიწისქვეშ აღარასოდეს ჩავიდოდა. ეს მომენტი კარგად არის გათამაშებული ჯონ სთარჯესის გახმაურებულ ფილმში ,,დიდი გაქცევა”, სადაც მან განასახიერა კლაუსტროფობიით დაავადებული ამერიკელი ტყვე ჯარისკაცი, რომელსაც უხდება მიწისქვეშა გვირაბის გათხრა.

ჩარლიმ გამოიყენა სამხედროებისათვის მიცემული პრივილეგია და სამხატვრო სასწავლებელში დაიწყო სწავლა, იგი კარგი მხატვარი გამოდგა, სიცოცხლის ბოლომდე ჰყიდდა თავის ნახატებს, რომელთაც თავის ნამდვილ სახელს აწერდა, რათა არავის არ სცოდნოდა ავტორის ვინაობა და როგორც წესი მისი ტილოები მშვენივრად იყიდებოდა. მხატვრობასთან ერთად პარალელურად დაიწყო სამსახიობო ოსტატობის კურსებზე დასწრება პასადენა ფლეიჰაუზში. შემდეგში ჩარლზ ბრონსონი იხსენებდა: ,,მსახიობობა ეს ყველაზე ადვილი სამუშაოა, რომელიც მე ოდესმე მქონია, ამიტომაც შევრჩი ამ პროფესიაში ამდენ ხანს”. ჩარლზ ბუჩინსკის სახით მონუსხულმა მისმა ერთმა მასწავლებელმა ურჩია რეჟისორ ჰენრი ჰათაუეის, რომელიც ახალი ფილმისათვის სახასიათო ტიპაჟებს ეძებდა, აეყვანა ბუჩინსკი. მოგვიანებით მის სახეს ასე აღწერდნენ _ იგი წააგავს კლარკ გეიბლს, რომელიც მზეზე გასარუჯად კარგა ხანს დატოვეს. 1951 წელს შედგა ბუჩინსკის დებიუტი ფილმში ,,შენ ახლა სამხედრო ფლოტში ხარ”, სადაც მასთან ერთად გამოჩნდა მომავალი ვარსკვლავი ლი მარვინი. სამი წლის შემდეგ ჩარლზ ბუჩინსკიმ გვარი გამოიცვალა და გახდა ბრონსონი. საქმე იმაშია, რომ მისი აღმოსავლეთ ევროპული გვარი ხელს უშლიდა მსახიობის კარიერას საყოველთაო ,,წითელი საფრთხის’ და კუდიანებზე ნადირობის პერიოდში. როგორც ამბობენ, მან ეს გვარი ისესხა სტუდია პარამაუნტის ჩრდილოეთ მხარის ,,ბრონსონის კარიბჭედან”.

ბრონსონს პირველი წარმატება მოუტანა B კატეგორიის, ანუ იაფბიუჯეტიანმა სურათებმა, სადაც იგი თამაშობდა ინდიელებს, მექსიკელებს, ბანდიტებს და სხვდასხვა ჯურისა და პროფესიის ადამიანებს. 1954 წელს ვესთერნის ,,ვერა კრუზის” მექსიკაში გადაღებისას მას და მსახიობ ერნესთ ბორგნაინს კურიოზი შეემთხვათ. მათ სიგარეტი გაუთავდათ და ისინი, როგორც იყვნენ ჩაცმულნი ქაუბოური სამოსითა და იარაღასხმულნი, ცხენებზე ამხედრებულნი მეზობელ ქალაქში გაემართნენ, მათმა გამოჩენამ აურზაური გამოიწვია, ბრონსონი და ბორგნაინი ბანდიტები ეგონათ, მსახიობები დააპატიმრეს, თუმცა შემდეგ ყველაფერი გაირკვა და ისინი გაათავისუფლეს. B კატეგორიის ფილმებმა დადებითი როლი შეასრულეს მის კარიერაში _ იგი შეამჩნიეს და უკვე მაღალბიუჯეტიან ფილმებშიც პატიჟებდნენ, ერთ-ერთი ასეთი იყო ,,შესანიშნავი შვიდეული”, სადაც მან ვაჟკაცური ბერნარდო ო’რეილის სახე შექმნა, აგრეთვე ,,დიდი გაქცევა”, ,,ბინძური დუჟინი”. იმ პერიოდში იგი ინტენსიურად მონაწილეობდა ტელევიზიაშიც, სადაც მას საკუთარი სერიალი ,,ადამიანი კამერით” ჰქონდა. ამ ფილმებისა და სერიალების წყალობით მაყურებლის მეხსიერებაში მყარად ჩაჯდა ბრონსონის საინტერესო სახე, თუმცა ბევრმა მისი სახელი და გვარიც კი არ იცოდა.

მიუხედავად ყველფრისა, ამერიკელი კინოს მესვეურები მაინცდამაინც არ იყვნენ მისი პერსონით დაინტერესებულნი, ამიტომაც გადაწყვიტა ბრონსონმა ევროპაში გამგზავრება, რამაც გაამართლა კიდევაც, სულ ცოტა ხანში ევროპაში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაში იგი იქცა ყველაზე ცნობილ უცხოელ ვარსკვლავად, ბრონსონი ასევე დასახელებული იყო ყველაზე სექსუალურ მსახიობად. მაშინ გაიცნო მან მომავალი მეუღლე, მსახიობი და თითქმის ყველა მისი ფილმის პარტნიორი ჯილ აირლენდი. ,,შვიდეულის” რეჯისორი ჯონ სთარჯესი იხსენებდა, რომ ბრონსონი აირლენდს როგორც გარეული ცხოველი ისე ეტაკა და ბოლოს წაართვა კიდევაც მის მეუღლეს ინგლისელ მსახიობს დეივიდ მაკქალუმს. ეს მოხდა ,,დიდი გაქცევის” გადაღებაზე, რისთვისაც ბრონსონმა სთარჯესისაგან შენიშვნაც კი მიიღო. საშუალო დონის მსახიობი ჯილ აირლენდი ყველაფერს აკეთებდა, რათა ბრონსონი კინოოლიმპზე მოქცეულიყო და შეიძლება ითქვას მიაღწია კიდევაც საწადელს. მათ ერთად 22 წელი იცხოვრეს, ჯილ აირლენდი 1990 წელს კიბოსაგან გარდაიცვალა.

70-იანი წლების დასაწყისში ჩარლზ ბრონსონი დაბრუნდა სამშობლოში და დაიწყო თანამშრომლობა ინგლისელ რეჟისორთან მაიქლ უინერთან. მათ ოთხი ფილმი გადაიღეს, მათ შორის ,,სიკვდილის წყურვილიც”. ამის შემდეგ, როგორც იქნა ბრონსონი სამშობლოშიც აღიარეს. თავის წარმატებაზე იგი ღიმილით საუბრობდა: ,,ვერ გამიგია რა მოსწონთ ჩემში. მე ისეთივე პროდუქტი ვარ როგორც ნამცხვარი ან საპონი, რომელიც კარგად უნდა გაიყიდოს”. უნდა ითქვას, იგი მშვენივრად იყოდებოდა, მიუხედავად კრიტიკოსების მუდმივი თავდასხმებისა რომ იგი ცუდი მსახიობია. მართლაც, იგი ბევრ სტერეოტიპულ ფილმებში მონაწილეობდა, რომელიც განკუთვნილი იყო მძაფრსიუჟეტიანი და სათავგადასავლო ფილმების მოყვარულთათვის, სადაც მან შექმნა სიტყვაძუნწი მაჩოს სახე, რომელიც, ჯონ ჰიუსთონის გამოთქმა რომ ვიხმაროთ, ის შენელებული მოქმედების ნაღმს წააგავდა. მაგრამ ბრონსონმა რამდენჯერმე დაამტკიცა რომ იგი კარგი მსახიობია. ასე მოხდა ისეთ ფილმებში, როგორც ,,ძნელი დროება”, ,,შუადღიდან სამამდე”, ,,თეთრი ბიზონი” და შონ პენის სარეჟისორო დებიუტში ,,ინდიელი მორბენალი”. როგორც კინომცოდნე ლეონარდ მოლთინი წერდა, მან დაამტკიცა, რომ შეეძლო გამხდარიყო სახასიათო მსახიობი, ეს გზა რომ აერჩია. თვითონ ბრონსონი ერთ ინტერვიუში აცხადებდა: ,,მე არ ვაკეთებ ფილმებს კრიტიკოსების გულის მოსაგებად, მე ამას ვაკეთებ რათა მაყურებელი გავართო”.

კარიერის დასასრულს მსახიობი ტელევიზიაში მოღვაწეობდა, სადაც რამდენიმე საინტერესო სახე შექმნა. ჩარლზ ბრონსონი 2003 წლის აგვისტოში გარდაიცვალა. ოჯახს თითქმის 60 მილიონის მემკვიდრეობა დაუტოვა. დღესაც, როცა სატელევიზიო ეკრანებზე ,,შესანიშნავი შვიდეული” გადის, ყოველი ჩვენთაგანი ისევ ქომაგობს ამ შვიდ დაქირავებულ მსროლელს, რომელთა შორისაა ბერნარდო ო’რეილი ჩარლზ ბრონსონის შესრულებით.

გაზიარება12Tweet8Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19 იანვარი, 2026
კულტურა

ტიმოთი შალამემ უკრაინელები აღაშფოთა

17:32; 16 იანვარი, 2026
კულტურა

მშობლიურ ოზურგეთს ავსტრიიდან ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი ეწვია

11:22; 15 იანვარი, 2026
კულტურა

“უიღბლო” მსახიობები   

11:09; 11 იანვარი, 2026
კულტურა

ყველაზე პოპულარული საახალწლო – საშობაო ფილმები

09:49; 2 იანვარი, 2026

ნათი ფანჯიკიძე: "ეს ერთადერთი გზაა მის გადასარჩენად"

მიხეილ სააკაშვილი კიევში სახლის სახურავზე რჩება

ყველა სიახლე

საზოგადოება

როგორ უნდა მოიქცეთ ჯარიმების გამო ანგარიშების დაყადაღების შემთხვევაში

22:00; 5.02.2026
სამართალი

ქმარმა ცოლი მოკლა

21:47; 5.02.2026
საზოგადოება

რამდენმა მოსწავლემ მიატოვა სწავლა გურიაში

20:50; 5.02.2026
საზოგადოება

“პროდუქტის ფასის პრობლემა პირდაპირ კავშირშია ქსელური და ტრადიციული ობიექტების ურთიერთობასთან”

20:48; 5.02.2026
საზოგადოება

საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის პრობლემები ლანჩხუთში

20:46; 5.02.2026
ზაფრანი

წარმატების ჰოროსკოპი

19:27; 5.02.2026
ზაფრანი

„უფულობის სენი“

19:19; 5.02.2026
ზაფრანი

ვინ იტყუება „ჭკვიანურად“

19:12; 5.02.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რუსეთს ეკონომიკურ ზიანს ვერ მოუტანდა თეორიული სანქციები, საქართველოსთვის კი ექნებოდა სერიოზული ეფექტი

18:44; 5.02.2026
სამართალი

კომერციული მოსყიდვის და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

18:29; 5.02.2026
პოლიტიკა

“უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმები, რომლებიც ამას უზრუნველყოფს”- კობახიძე

18:08; 5.02.2026
ფინანსები

დიდი მიზნები პატარა ნაბიჯებით – საქართველოს ბანკის sCoolApp-ის ახალი ციფრული ყულაბა

18:00; 5.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ბაკურციხე-თბილისის მაგისტრალზე

17:55; 5.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: საქართველო გვინდა, გახდეს საბოლოოდ ევროკავშირის წევრი

17:48; 5.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:43; 5.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო