,,რაც მე გავაკეთე განათლების სისტემაში, შემიძლია ვთქვა, რომ იმის მერე არც არაფერი გაკეთებულა“, _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამასთან, მარგველაშვილმა 2013 წელი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ დროს რეფორმების გახორციელების დიდი სულისკვეთება არსებობდა.
,,მახსენდება 2013 წელი, ის სულისკვეთება, როდესაც ჩვენ ერთად ვმოღვაწეობდით საქართველოს მთავრობაში და მაშინ გახორციელებული რეფორმები. ის, რაც გააკეთა დათო სერგეენკომ, ის რაც გააკეთა დათო კირვალიძემ, ის, რაც მე გავაკეთე განათლების სისტემაში. შემიძლია ვთქვა, რომ იმის მერე განათლების სისტემაში არც არაფერი გაკეთებულა, იყო ორიენტირებული რიგით საქართველოს მოქალაქეზე, იყო ორიენტირებული იმაზე, რომ შეცვლილიყო ყოფა რიგითი ქართველის. ასე მოხდა ჯანდაცვაში, ასე მოხდა სოფლის მეურნეობაში და ამ სულისკვეთებით მე დავთანხმდი ვყოფილიყავი ,,ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, რათა ეს მუშაობა გაგრძელებულიყო“, _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.