ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“ ამირან გიგინეიშვილმა დღევანდელი რიგგარეშე სხდომა, სადაც ბიუჯეტში ცვლილების განხორციელება განიხილებოდა, პროტესტის ნიშნად დატოვა.
„სულ ორი სახის საკრებულოს სხდომაა _ კალენდარული და რიგგარეშე. კალანდარული სხდომები ტარდება ისეთ საკითხებზე, რომელიც გაწერილია საკრებულოს დღის წესრიგით. შესაბამისად, რიგგარეშე სხდომა გაწერილია ისეთი საკითხების გადასაწყვეტად, რომელიც არ არის გაწერილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს კალენდარში. რაც შეეხება დასახელებულ საკითხს, ეს არის ჩვეულებრივი კალენდარული საკითხი, ვინაიდან მასზე ადმინისტრაციული წარმოებაა დაწყებული. გამოდის, რომ რიგგარეშე სხდომის მოწვევის საფუძველი არ შეიძლება იყოს კალენდარული ხდომის საკითხის შემოტანა.
და კიდევ ერთი, საკითხი შემოიტანეს სხდომის წინა დღეს. მაგრამ 26-ე მუხლის მიხედვით, რეგლამენტის თანახმად, მოთხოვნიდან ერთი კვრის ვადაში, საკრებულოს თავმჯდომარე იწვევს რიგგარეშე სხდომას. ინმემ შემედავოს და მითხრას, ერთი კვირა მაქსიმუმიაო. აქ არსად წერია მაქსიმუმი. თუ მინიმუმია, მაშინ იმ რგლამენტის მიხედვით, რომელიც ამას წინათ მივიღეთ, საკრებულოს თავმჯდომარე მოთხოვნის წარდგენიდან სამ დღის ვადაში აქვეყნებს ცნობას რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ და ერთი კვირის ვადაში იწვევს რიგგარეშე სხდომას ან მოთხოვნის წარდგენიდან სამი დღის ვადაში აქვეყებს მოტივირებულ უარს. ახლა კი გამაგებინეთ რასთან გვაქვს საქმე?! მე კი არარა საკითხზე გადაწყვეტილების მირებაში მონაწილეობას ვერ მივიღებ“, -დასძინა გიგინეიშვილმა რიგგარეშე სხდომა დატოვა.
ამის შემდეგ კი საკრებულოს თავმჯდომარემ საკითხი კენჭისყრაზე დააყენა და ერთსულოვანი მხარდაჭერაც მიიღო.





































































