„ჩემი არამეგობრული რჩევა ივანიშვილს
თუ არ გინდა იგივე მოსამართლემ გაგასამართლოს მალე, დღეს მელიას გაეშვით…ეს აკვიატება რომ ყველა თავისუფალი ქართველი ან ციხეში უნდა იყოს ან საქართველოს გარეთ, აღარ გაგივა“,_ ასე მიმართავს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს.
სააკაშვილი ასევე ივანიშვილს აფრთხილებს, რომ “საერთაშორისო თანამეგობრობა დადგება ფეხზე და არა მარტო სანქციები არ აგცდება, არამედ არ აგცდება სისხლის სამართლის საქმეები”.
ცნობისთვის, ამ წუთებში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.