თუ აშინებს პარლამენტის კედლები, შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ყავაზე ვეპატიჟები, – ასე ეხმიანება „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას.
„დღეს შს მინისტრთან ძალიან სერიოზული კითხვებია და მას მოუწევს ძალიან სერიოზული პასუხების გაცემა. გიორგი გახარიამ ნებისმიერი ადგილი და დრო დაასახელოს, ერთადერთი ჩემი პირობაა, ჩემი ხელით მოდუღებული ყავა უნდა დალიოს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი’,’ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, შს მინისტრის მოსმენა „მინისტრის საათის“ ფარგლებში მაისის პირველ კვირას იგეგმება პლენარულ სხდომაზე, თუმცა „ევროპული საქართველო“ გახარიას კომიტეტზე მისვლას სთხოვს. მოთხოვნას გამოეხმაურა გიორგი გახარიაც.
„თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს სურს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა, შეუძლიათ დამპატიჟონ ყავაზე“, – განაცხადა მინისტრმა.