შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბბინაში 2019/2020 წლის სეზონის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ამ ეტაპზე გასულმა 16-მა გუნდმა საკუთარი მეტოქის ვინაობა შეიტყო.
ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები 18/19 და 25/26 თებერვალს შედგება, ხოლო განმეორებითი 10/11 და 17/18 მარტს.
წილისყრის შედეგები კი ასეთია:
“რეალი” – “მანჩესტერ სიტი”;
“ბარსელონა” – “ნაპოლი”;
“ატლეტიკო” – “ლივერპული”;
“ჩელსი” – “ბაიერნი”;
“ტოტნჰემი” – “ლაიფციგი”;
“ატალანტა” – “ვალენსია”;
“ლიონი” – “იუვენტუსი”;
“დორტმუნდი” – “პარი სენ-ჟერმენი”.