რუსულმა ჯარებმა უკრაინაში არსებული ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავეს. საავიაციო, საზღვაო და ხმელეთის თავდასხმების შემდეგ, სადგური აღარ არის უსაფრთხო უკრაინის ტერიტორიისთვის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
რუსულმა ჯარებმა აიღეს ელექტროსადგური მაშინ, როცა უკრაინული ძალები მათ სამ მხარეს ებრძოდნენ. მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ხმელეთით, ზღვით და ჰაერით იერიში მიიტანა ევროპულ სახელმწიფოზე, ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ თავდასხმად გამოცხადდა. რუსი სამხედროების ნაწილი შეიკრიბა ჩერნობილის “გამორიცხვის ზონაში” უკრაინაში გადასვლამდე ხუთშაბათს დილით, თქვა რუსეთის უსაფრთხოების წყარომ. რუსეთს სურს გააკონტროლოს ჩერნობილის ატომური რეაქტორი, რათა ანიშნოს ნატოს, რომ შეწყვიტოს სამხედრო დახმარება.
ჩერნობილის კატასტროფამ მაშინდელ საბჭოთა უკრაინაში 1986 წელს, ატომური ქარხნის მეოთხე რეაქტორში, წარუმატებელი ტესტის შემდეგ ბირთვული ღრუბლები გაიფანტა ევროპის დიდ ნაწილზე. ათწლეულების შემდეგ ის ტურისტულ ატრაქციონად იქცა. რუსეთის შეჭრამდე, დაახლოებით ერთი კვირით ადრე, ჩერნობილის ზონა ტურისტებისთვის დაიხურა.
“ჩვენი ჯარისკაცები სიცოცხლეს წირავენ, რათა 1986 წლის ტრაგედია არ განმეორდეს”, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ელექტროსადგურის აღებამდე ცოტა ხნით ადრე.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მედიასთან განაცხადა;
„პუტინმა შეურაცხყოფა მიაყენა იმ პრინციპებს, რომლებიც მხარს უჭერს გლობალურ მშვიდობას. მაგრამ ახლა მთელი მსოფლიო ხედავს, თუ რას აკეთებს სინამდვილეში პუტინი და მისი მოკავშირეები. პუტინის ქმედებები აჩვენებს ბოროტ ხედვას ჩვენი სამყაროს მომავლის წინააღმდეგ“. – თქვა მან.
გარდა ამისა, ჯო ბაიდენმა შექმნილი ვითარების შესახებ თქვა;
„მომდევნო რამდენიმე კვირა და თვე რთული იქნება უკრაინელი ხალხისთვის. პუტინმა მათ ეს დიდი ტკივილი მოუტანა, მაგრამ უკრაინელმა ხალხმა იცის დამოუკიდებლობის ფასი და არაერთხელ აჩვენა, რომ არ მოუთმენს არავის, ვინც ცდილობს უკრაინის უკან დახევას. პუტინს გაცილებით დიდი ამბიციები აქვს უკრაინაში. მას სურს ყოფილი საბჭოთა კავშირის აღდგენა. სწორედ ამაზეა საუბარი“.
[sexy_author_bio]