,,ჩერნობილში ატომურ ელექტროსადგურთან ხანძარი უკრაინელმა მეხანძრეებმა ჩააქრეს“, – ამის შესახებ ინფორმაციას ,,RBC“ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის ეკოლოგიური ინსპეციის ხელმძღვანელი ეგორ ფირსოვის განცხადებით, მეხანძრეებმა ხანძრის კონტროლი მოახერხეს.
მისი თქმით, ადგილზე რადიაციული ფონი ნორმას შეესაბამება.
,,ხანძრის ჩაქრობა მოვახერხეთ, ამაში ძალიან დაგვეხმარა წვიმა, რადიაციულ ფონს მუდმივად ვზომავთ და ჩვენი მონაცემების მიხედვით, ყველაფერი რიგზეა“, – წერს Facebook-ზე ფირსოვი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობის პროცესში 400-ზე მეტი ადამიანი და 100 ერთეული ტეკნიკა იყო ჩართული, მათ შორის 3 თვითფრინავი და 3 ვეტრფენი.
ცეცხლის ლოკალიზების პროცესში ერთი მეხანძრე დაშავდა და ის ამჟამად სავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ხანძრის გაჩენის ფაქტზე 2 ადამიანია დაკავებული.
შეგახსენებთ, რომ ატომური ელექტროსადგურის ზონაში ხანძარი 4 აპრილს გაჩნდა, რომელმაც 25 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა.