უკრაინაში, ჩერნობილის ზონაში ტყის ხანძრის გამო ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს რადიაციის დონემ მოიმატა, _ ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ცნობით, უკრაინის ეკოლოგიური ინსპექციის ხელმძღვანელის, ეგორ ფირსოვის განცხადებით, ჩერნობილში, გეიგერის მრიცხველზე დაფიქსირებული მაჩვენებელი ნორმაზე 16-ჯერ მაღალია.
ფირისოვი, ასევე, ,,FACEBOOK”- ზე აქვეყნებს ვიდეოს, თუ როგორ არის მომატეული რადიაციის დონე.
„ცუდი ამბებია – ხანძრის ცენტრში რადიაცია ნორმაზე მაღალია“, – აცხადებს ფირსოვი.
ტყის ხანძარი ჩერნობილთან 4 აპრილს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ცეცხლი 100 ჰექტარის ფართობზეა გავრცელებული.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ჯერ კიევში რადიაციის დონე ნორმას არ აღემატება.