ნიკა მელია ის პოლიტიკური ნაღმია, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” თვითონ დაუდო საკუთარ თავს 2019 წლის უკანონო გადაწყვეტილებით და რომელზეც აუცილებლად თავად აფეთქდება, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “ტრიბუნას” ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
ჭიჭინაძის თქმით, მსხვერპლიც და მძევალიც ოცნება იქნება.
“თუ გაბედავენ და დაიჭერენ, გამოდის, რომ მარტო მელიას კი არა, დემოკრატიულ ინსტიტუტებს ემუქრება „ოცნება“, რასაც ხალხი არ მოითმენს.
არადა, ჩიხში არიან, იმიტომ რომ, საკუთარ თავს თავადვე წაართვეს ეს დაჭერის უფელება.
მოკლედ, ორივე შედეგი მხოლოდ „ოცნებისთვისაა“ დამღუპველი, შესაბამისად, მსხვერპლიც და მძევალიც „ოცნებაა“, _ განაცხადა ტრიბუნას ლიდერმა.