ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 1 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, კორონავირუსით ინფიცირება სამრევლო სკოლის მოსწავლეს დაუდასტურდა.
ცნობისთვის, სკოლაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამოვლენის გამო რამდენიმე დღეა რაც სასწავლო პროცესი ონლაინ გრძელდება.






































































