ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე 5000-ლარიანი გირაოთი გაანთავისუფლეს. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.
გეგეშიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით აქვს წაყენებული.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ორი დღის წინ დააკავეს. საქმე ეხება ევროპის ჩემპიონის ზურაბ დათუნაშვილის ცემის ფაქტს.