მაშინ, როცა ჩინეთის ხელისუფლება ოფიციალურად აცხადებს, რომ ჩინეთში პანდემია დასრულდა და კორონავირუსით გარდაცვალების რიცხვი უმნიშვნელოა, იუთუბზე გამოჩნდა ვიდეოსიუჟეტი, რომელიც საპირისპიროზე მეტყველებს.
ტაივანის ერთ-ერთი დამკრძალავი ბიუროს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჩინელები ტაივანში რეკავენ და დამკრძალავ ბიუროებს მიცვალებულთა დასაკრძალი პარკების უზარმაზარ რაოდენობას უკვეთავენ: „მირეკავენ და მიკვეთავენ 100 ათას, 150 ათას პარკს… ყველაზე მაღალი რიცხვი, რაც კოლეგებისგან გავიგე. 200 ათასი იყო“, _ ამბობს ტაივანელი.