მომავალში სმარტფონებს ელემენტის დატენვა აღარ დასჭირდებათ.
როგორც androidcentral-ი იუწყება, ჩინურმა ფირმამ წარმოადგინა ელემენტის ტიპი, რომელსაც, სავარაუდოდ, შეუძლია იმუშაოს 50 წლის განმავლობაში დატენვის გარეშე, სხვადასხვა მოწყობილობებზე, მათ შორის, სმარტფონებზე.
Betavolt Technology ამტკიცებს, რომ პირველი კომპანიაა, რომელმაც “ატომური ენერგიის ბატარეების მინიატურიზაცია” შეძლო. სტარტაპმა 63 ბირთვული იზოტოპი მონეტაზე პატარა მოდულში განათავსა და მისი სადებიუტო მოდელი, BV100, როგორც ამბობენ, გამოიმუშავებს 100 მიკროვატ ელექტროენერგიას.
ეს ელემენტები, კარდიოსტიმულატორების და კოსმოსური ხომალდის ტექნოლოგიების მსგავსად რადიოაქტიურ ნივთიერებას შლიან ელექტროენერფიის გამოსამუშავებლად, თუმცა, ადამიანებს აქამდე ნამდვილად არ გამოუყენებიათ ეს ტექნოლოგია, რადგან რადიოაქტიური ელემენტი, როგორიცაა პლუტონიუმი, ძალიან სარისკო იყო.
უსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად, Betavolt აშენებს ამ ბატარეის ვერსიას ალმასის ნახევარგამტარული ფენით და დაშლილი ნიკელის იზოტოპით. კომპანია ამტკიცებს, რომ გამოსხივება ნულოვანია და ნარევში ტოქსიკური ქიმიკატები არ არის.
2025 წლისთვის ფირმას სურს შექმნას პატარა ელემენტები, რომლებსაც შეეძლებათ ერთი ვატის გამომუშავება.