ჩინეთი მზად არის აშშ-ს დახმარება და მხარდაჭერა გაუწიოს კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებასთან ბრძოლაში. ამის შესახებ აშშ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Twitter-ზე დაწერა.
ჩინეთის ლიდერმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ჩინურ მხარეს ესმის ის სირთულეები, რომლის წინაშეც ამერიკა დგას.
„მოცემულ სიტუაციაში ჩინეთი და აშშ უნდა გაერთიანდნენ და ეპიდემიას ებრძოლონ. ჩინურ მხარეს ესმის ის სირთულეები, რომლის წინაშე ამერიკული მხარე დგას და მზად არის დახმარება და მხარდაჭერა გაუწიოს“, – განუცხადა სი ძინ პინმა, ტრამპს
სატელეფონო საუბრისას ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების ფონზე, უფრო მჭიდროდ იმუშავებენ. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სი ძინ პინთან დეტალურად განიხილა კორონავირუსის ეპიდემიის საკითხი.
,,დეტალურად ვისაუბრეთ კორონავირუსთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი პლანეტის სიმშვიდეს არღვევს. ჩინეთმა ბევრი რამ გადაიტანა და ესმის ვირუსი საფრთხის სირთულე. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ეპიდემიის დასამარცხებლად” – წერს დონალდ ტრამპმა
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის, ბოლო მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების 82,404 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ აშშ-მა ინფიცირებულთა რაოდენობით იტალიას გადაუსწრო.