ჩინეთი 28 მარტიდან უცხოეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს ჩაკეტავს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, შეზღუდვები შეეხება უცხოეთის იმ მოქალაქეებსაც, რომლებსაც ქვეყანაში შესვლის უფლება აქვთ.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების მხოლოდ 6 და ინფიცირების 67 ახალიშემთხვევა გამოვლინდა. Covid 19 ქვეყანაში სულ 81 285 ადამიანს დაუდგინდა. მათგან 74 051 გამოჯანმრთელდა.