ძველი ჩინური მედიცინის მეცნიერულ შესწავლას, დღესაც დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია თანამედროვე მედიცინისათვის. იგი დაფუძვნებულია უძველეს ცოდნაზე, ათასწლოვან დაკვირვებებსა და გამოცდილებაზე, ამიტომ მისი გაცნობისას, ბევრ ისეთ სასარგებლო რჩევას წავაწყდებით, რომელსაც დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ყოველდღიურ ყოფაცხოვრებაში.
ნებისმიერი ჩვენთაგანი დღეში რამდენჯერმე ჩაის მიირთმევს. მის დადებით თვისებებზეც უამრავი რამ გვსმენია, მაგრამ შეიძლება, ზოგი რამ სიახლე იყოს. მაგალითად ის, თუ რა შეიძლება იყოს ჩაის უარყოფითი თვისება.
ჩინური მედიცინა, ჩაის სარგებლიანობასთან ერთად, მის ხმარებაში ზოგიერთ შეზღუდვასაც აღნიშნავს. ეს ძირითადად, ხანში შესულ ადამიანებს ეხებათ – მათთვის უმჯობესია, ვახშმის შემდეგ, ჩაის ნაცვლად მიირთვან ერთი ჭიქა ცხელი წყალი.
მათ კი, ვისაც აწუხებს გული, ჰიპერტონული დაავადება და ფილტვები, რეკომენდირებულია ღია ფერის ჩაი, ზომიერი რაოდენობით. არ შეიძლევა ჩაისთან ერთად წამლის დალევა, რადგან ამ დროს შეიძლება შემცირდეს წამლის ეფექტიანობა.
ჩინური მედიცინა კრძალავს წინა დღით დაყენებული ჩაის ხმარებას. ასევე, მომზადების დროს, ფოთლებს არ უნდა დაესხას ჩუხჩუხა მდუღარე წყალი. ჩაის აყენებენ ადუღებული წყლით, რომლის ტემპერატურა არ აღემატება 80 გრადუსს. სასურველია, დავლიოთ ახალმომზადებული ჩაი, რადგან ჩინელი სპეციალისტების აზრით, 20 წუთის შემდეგ, ჩაის ნაყენი “ჩხრიალა გველის შხამად” იქცევა.