სასამართლოს მედიატორი და თარჯიმანი ნინა რურუა სოციალურ ქსელის მეშვეობით, საზოგადოებას და მედიასაშუალებებს მიმართავს, უდანაშაულობის პრეზუმციას ახსენებს და ნაადრევი დასკვნების გაკეთებისგან და ეჭვების საფუძველზე განკითხვისგან თავის შეკავებას ურჩევს.
“უკვე რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ტრიალებს ათასნაირი სტატია ქართველი გოგოს და მისი გარდაცვლილი დედის შესახებ. რომ აღარაფერი ვთქვა იმ გაუთავებელ მესიჯებზე რაც პირადულად მომდის. ამიტომ თავს უფლება მივეცი ეს პოსტი დამეწერა.
ჯერ ერთი იტალიურმა პრესამ, ზოგადად, გადმოსცა ინფორმაცია დანაშაულის შესახებ და არ მიუთითებია არც გოგოს სახელი და გვარი და მითუმეტეს, არც მისი ფოტოები გაუსაჯაროვებია.
ქართულმა პრესამ კი საჯაროდ გამოფინა გოგონას სურათები, სამწუხაროა.
კი, ფაქტია გოგონა დაკავებულია, მაგრამ მისი ბრალეულობა ჯერ არაა დამტკიცებული და ამიტომ იქნება ჯობდე,ს ყველამ საკუთარი ვერსიების საჯაროდ გამოცხადებისგან თავი შეიკავოს და ეჭვების საფუძველზე არ განიკითხოს გოგო რადგან ეს მისთვის შესაძლებელია საკმაოდ დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა გახდეს. სამართლში არსებობს ცნება „უდანაშაულობის პრეზუმცია„ და ის წარმოადგენს ფუნდამენტურ უფლებას,პირი ითვლება უდანაშაულოდ მანამ სანამ მისი დანაშული არ დამტკიცდება სასამართლოს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით. უდანაშაულობის პრეზუმციას გააჩნია ერთერთი მნიშვნელოვანი პრინციპი რომ განსასჯელს არ აკისრია ვალდებულება ამტკიცოს თვისი უდანაშაულობა , უფრო მეტიც ნებისმიერი ეჭვი რომელიც არ იქნება დამტკიცებული უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ./ევროპის ადამიანის უფლებათ კონვენცია/.
ამას დაერთო ქართველი ქალბატონის, დაკავებული გოგოს დედის გარდაცვალების ფაქტი და ეს ორი დღეა სოციალური ქსელი გახდა ადგილი სადაც ეს საქმე საჯაროდ ირჩევა.
ამიტომ როდესაც არ არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გოგონას ბრალეულობის შესახებ და არ არსებობს ექსპერტის დასკვნა ქალის გარდაცვალების მიზეზის შესახებ „გადმოხტა თუ შემთხვევით გადმოვარდა„
/ბოლო დღეებში ქალი შეუძლოდ გრძნობდა თავს,დასუსტებული იყო/. რატომ ამტკიცებთ რომ მიზეზი შვილთან ციხეში შეხვედრა იყო. პატივი ვცეთ ქალის სულს. გოგოს ის ტკივილიც ეყოფა რომ დედის გარეშე დარჩა და ნუ მივაყენებთ მას ფსიქოლოგიურ დარტყმას და დედის სიკვდილში ნუ დავდებთ ბრალს.
სიმართლეს გამოძიება დაადგენს დამიჯერეთ რომ დაადგენს და მანამ იქნება ჯობდეს ზედმეტი კომენტარების, ცრუ ინფორმაციების და ბრალდებებისგან ყველამ თავი შეიკავოს.
ეს უკვე მარაზმში გადადის. ინფორმაციას თურმე ის ადამიანები ავრცელებენ რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვს ამ საქმესთან.
P.S. აზრის დაფიქსირების უფლება ყველას გვაქვს ნებისმიერ ფაქტზე მაგრამ არა ბრალდებების”, _ წერს რურუა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.