ჩოხატაურში ნაგვის ურნები საკმარისი რაოდენობით არ დგას. ხალხს კილომეტრების გავლა უწევს, რომ ნაგავი ურნაში ჩააგდოს, ზოგს ეზარება ამ მანძილის გავლა და ქუჩას ანაგვიანებს.
კითხვით _ იგეგმება თუ არა არსებული, ძველი, დაზიანებული ურნების ახლით ჩანაცვლება და რა ლოკაციებზე განთავსდება ეს ურნები, მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მივმართეთ.
„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ 2022 წელს ნარჩენების შესაგროვებელი 1100-ლიტრიანი 100 ახალი კონტეინერი შეიძინა. ნარჩენების შესაგროვებელი თანამედროვე სტანდარტების კონტეინერები დაბასა და მუნიციპალიტეტის სოფლებში გადანაწილდა. პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე წელს დაგეგმილია პატარა ურნების ახლით ჩანაცვლებაც, ურნები დაიდგმება ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ანა კალანდაძის და ნოდარ დუმბაძისა და კრიმანჭულის სკვერებში, აღნიშნული საკითხის უზრუნველყოფა ა(ა)იპ ჩოხატაურის სერვისჯგუფს ეხება, _ გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.
ავტორი