ჩოხატაურის #1 საბავშვო ბაღში საახალწლო ნაძვის ხე ლურჯად შეფუთეს და ლურჯი ფარდების ფონზე დადგეს. ბაღის დირექტორი თეონა კეკელიძე ამაში პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს, რომ ნაძვის ხის ფერის შეცვლა პოლიტიკას არ უკავშირდება:
_ ბავშვებისთვის გავაკეთეთ ლამაზად და არ გრცხვენიათ ამ შეკითხვას რომ მისვამთ? _ გაბრაზება არ დაუმალავს კეკელიძეს.
_ რისი უნდა შეგვრცხვეს? გეკითხებით _ რატომ გახდა ნაძვის ხე ლურჯი?
_ ირემი გინახავთ ვარდისფერი და ყავისფერი?
_ რა შუაში ირემი? ნაძვის ხის ფერზე გეკითხებით…
_ როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე ლურჯია თუ მწვანე (?!). წითელი ნაძვის ხე გინახავთ?
_ არც ლურჯი გვინახავს…
_ მე არც წითელი მინახავს.
_ და ვინმე თქვა, რომ წითელი უნდა იყოს?
_ და ვინმემ ის თქვა, რომ ლურჯი არ უნდა იყოს?
_ ქალბატონო თეონა, თქვენ ამაში პრობლემას ვერ ხედავთ?
_ მე არ ვიცი. ყველას მისი აღქმა აქვს ნაძვის ხის.
_ ეს პოლიტიკას არ უკავშირდება?
_ არ ვიცი ვინ როგორ აღიქვამს. მე გავაკეთე საკუთარი ხარჯებით, სახლიდან მოვიტანე დეკორაცია. თუ ამას პოლიტიკურად აღიქვამთ, იყოს ისე, როგორც გინდათ, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას კეკელიძემ.