1 ნოემბერს, ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში, ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლის გამოსავლენად ინტელექტშეჯიბრი გაიმართა, რომელსაც პროექტის ავტორი და შეჯიბრის უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.
დაძაბულ პაექრობაში 2019-20 სასწავლო წლის ეტალონი ჩოხატაურელის ტიტული სოფელ დიდივანის საჯარო სკოლის მოსწავლე ვასილ რამიშვილმა მოიპოვა.
ამავე დღეს გოჩა ტყეშელაშვილმა 2018-19 სასწავლო წლის „ჩოხატაურის ეტალონ მოსწავლეს“ გიორგი სიხარულიძეს და მის მშობლიურ შუაფარცხმის საჯარო სკოლას „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა.