ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს მიაღწია.
ყველაზე დიდი თოვლი ჩხაკაურაშია, სადაც მეორე დღეა ინტენსიურად თოვს.
ადგილობრივების თქმით ამ დროისთვის სოფელს ელექტროენერგიაც მიეწოდება და საავტომობილო გზებიც გახსნილია.
თოვლს ამ დროისთვის პრობლემები არც ზოტში შეუქმნია და არც ქვაბღაში.
ჩოხატაურში ამ წუთებში ძლიერად თოვს.