“რუსი არ იცვლება, გინდ საბჭოთა იყოს და გინდ ფედერაციული, სამწუხაროდ არ ვიცვლებით ჩვენც. ქვეყანა “გაუმარ……ჯოს” შორის ჩარჩა”, _ წერს სოციალურ ქსელში ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა და 20 ივნისს, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:
“1988 წლის ნოემბერში, მთავრობის სახლის წინ,(ასე ერქვა მაშინ პარლამენტის შენობას) საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, შიმშილობის აქცია მიმდინარეობდა. მომიტინგეებმა შევამჩნიეთ რომ სახურავზე ვიღაც გამოჩნდა. საბჭოთა საქართველოს დროშა ჩამოხსნა, დახია და გადმოაგდო პათეტიკური მოწოდებების ფონზე.
მალევე სახურავზე გამოჩნდა მილიცია, ხელები გადაუგრიხა და დააპატიმრა. ხალხის აღშფოთებამ პიკს მიაღწია, ვიღაცამ დაიძახა შევიდეთ მთავრობის სახლშიო….
აღშფოთებული და აღტკინებული ხალხის უმეტესობა მზად იყო. ამ დროს გია ჭანტურია მივიდა მიკროფონთან და მიტინგს მიმართა, ესაა პროვოკაცია, ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ და მოვითხოვთ როგორც ჩამოახევინეს ისე დაკიდონო…
ლიდერმა სწორი ანალიზით და ერთი შეხედვით არაპოპულარული, მაგრამ გაბედული ნაბიჯით, დიდი ალბათობით, მრავალი ადამიანის სიცოცხლე იხსნა……
სამწუხაროდ, ყოველთვის ეს ვერ ხერხდებოდა და დღესაც ასეა….
რუსი არ იცვლება, გინდ საბჭოთა იყოს და გინდ ფედერაციული, სამწუხაროდ არ ვიცვლებით ჩვენც. ქვეყანა ,,გაუმარ……ჯოს,, შორის ჩარჩა“, _ წერს კუჭავა.