ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. “გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამიტომ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი და მერიის თანამშრომლები თვითიზოლაციაში გადავიდნენ. ამ ინფორმაციის გადამოწმების გარდა, “გურია ნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა რეჟიმით აგრძელებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობას.
_ არ ვიმყოფები თვითიზოლაციაში, რადგან საფინანსო სამსახურის უფროსთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, იმ დღეებში კონტაქტი არ მქონია. მერია აგრძელებს ფუნქციონირებას, ნაწილი თანამშრომლებისა, პირველ რიგში, საფინანსო სამსახური, გადასულია დისტანციურ რეჟიმზე. საფინანსო სამსახურის უფროსიც დისტანციურად მუშაობს კლინიკიდან, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს,“ _ გვითხრა მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ.