გუშინ, ჩოხატაურში, „ივლიტას ბიბლიოთეკაში“ „ევროპული საქართველოს” ლიდერებმა _ დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად ლია ჩიგოგიძე წარადგინეს.
ჩიგოგიძე ორჯერ ხელმძღვანელობდა ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს. იყო, ასევე, ორი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” და ფრაქცია “იმედის” თავმჯდომარე, უპარტიო.
ლია ჩიგოგიძეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.