საქართველოს პარლამენტის წევრმა, ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა, ადგილობრივ ამომრჩეველს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუჭავა წარუდგინა.
კანდიდატის წარდგენას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, მხარის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე და პარლამენტის წევრი ბიძინა გუჯაბიძე.
„ეს არის პიროვნება, რომელმაც ჩოხატაურში საქმიანობის განმავლობაში, თითოეულ ჩვენგანს დაგვანახა, რამდენად ერთგულია იმ საქმის, რომელსაც აკეთებს, რამდენად მონდომებულია და რამდენად მზად არის, კიდევ უფრო მეტი გააკეთოს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩოხატაურელები ირაკლი კუჭავას მხარს დაუჭერთ”, _ განაცხადა ნინო წილოსანმა.
მოსახლეობას მერობის კანდიდატმაც მიმართა. ირაკლი კუჭავას განცხადებით, არსებობს სამი ფაქტორი, რაც მმართველი გუნდის გამარჯვებას განაპირობებს. „ეს არის – ჩვენ მიერ უკვე განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები, ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა და ზუსტად ვიცით რას გავაკეთებთ მომდევნო წლებში, ასევე, თქვენი ნდობა და მხარდაჭერა. ჩვენ ერთად გავაგრძელებთ წინსვლას“, – განუცხადა ამომრჩეველს ირაკლი კუჭავამ. (R)