COVID -19 გავრცელების პრევენციის მიზნით, ჩოხატაურში თერმოსკრინინგი დაიწყო.
როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, მუნიციპალიტეტის შემოსასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო, სადაც შემოწმებას გადიან ჩოხატაურში შემომსვლელი მოქალაქეები.
როგორც „გურია ნიუსს“ მერიაში განუცხადეს, საყოველთაო თერმოსკრინინგი იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ ამას ეპიდსიტუაცია მოითხოვს.
ჩოხატაურში, კორონა ვირუსით ინფიცირების შემთხვევა არ გამოვლენილა.