ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 3 შემთხვევა დადასტურდა.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ინფიცირების შემთხვევებიდან 1 ზემო ფარცხმაში გამოვლინდა, 1 _ ნაბეღლავში, 1 კი _ გოგოლესუბანში.
აღნიშნული 3 პსრ ტესტით გამოვლენილი შემთხვევების გარდა, გასული 24 საათის განმავლობაში, ჩოხატაურში სწრაფი ტესტების შედეგად, კორონავირუსის 17 შემთხვევა დადასტურდა.