დღეს, ადრე დილით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, მაჟორიტრი დეპუტატის ბიუროს კარზე, “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ლია ჩიგოგიძე, დაბოქლომების აქციის ჩატარებას ცდილობდა.
კარზე სტიკერების გაკვრის შემდეგ, ჯაჭვის და ბოქლომის ამოღების შემდეგ, ბიუროს მისაღებში მყოფმა მოქალაქეებმა, რომლებიც დეპუტატისგან დახმარებას ითხოვდნენ, ჩიგოგიძეს კარზე ბოქლომის დადების შესაძლებლობა არ მისცეს და მას დაუპირისპირდნენ.
ჩიგოგიძემ ბოქლომი იქვე ინტერნეტის კაბელს დაადო.
ვიდეოს, რომელიც ამ პროცესს ასახავს, საკუთარ ფეისბუქგვერდზე “ევროპული საქართველოს“ დეპუტატი მინდია დოლიძე აქვეყნებს.