“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ჩოხატაურში ერთ-ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კოვიდ-19 დაუდასტურდა.
აღნიშნულის შესახებ ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თემურ კუტუბიძე “გურია ნიუსთან” კომენტარს აკეთებს.
“პასუხები წუხელ, გვიან ღამით გახდა ცნობილი. უბანი არ დაიკეტება, მდივანი ან რომელიმე წარმომადგენელი ადგილზე იქნება. გაიტესტება უბნის ყველა წევრი და პასუხების მიხედვით მივიღებთ შესაბამის ზომებს”, _ გვითხრა თემურ ჩხიკვაძემ.