ჩოხატაურში, “გურია ნიუსის” ოფისის წინ ქარმა მესამე ხეც მოთხარა.
როგორც უკვე ვწერდით. ქარმა ჩოხატაურში ხეები მოთხარა და საქუჩო განათების ბოძები წააქცია.
ამ წუთებში წაიქცა მესამე მრავალწლიანი ნაძვი.
ნაძვის ირგვლივ მიწა მთლიანად გახსნილი იყო და სამაშველო სამსახურმა, საფრთხის თავიდან უზრუნველყო ხის წაქცევა.
ძლიერმა ქარმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
გზის აღნიშნული მონაკვეთი გადაკეტილია.