როგორც “გურია ნიუსისთვის” ხდება ცნობილი, ჩოხატაურში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან 4 დაბის ტერიტორიაზე მცხოვრებლები არიან, 2- ქვემოერკეთის, 3_ ამაღლების. როგორც შევიტყვეთ, ამაღლებაში დადასტურებული შემთხვევა ოჯახს უკავშირდება, რომელთაგან ერთი მცირეწლოვანია.
ინფიცირებულთა შორისაა ერთ-ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. როგორ წარიმართება საარჩევნო უბანზე მუშაობა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კომენტარს “გურია ნიუსი” უახლოეს დროში შემოგთავაზებთ.