ჩოხატაურში კორონავირუსზე პირველი ვაქცინა გაკეთდა.
პირი, რომელმაც ვაქცინა გაიკეთა ჩოხატაურში სამედიცინო ცენტრ „მედალფას“ დირექტორი, ანტონ ხუნდაძეა.
ცნობისთვის, რეგიონში COVID19-ის საწინააღმდეგო 1100 ,,ასტრა ზენეკას“ ვაქცინა შემოვიდა, აქედან, 600 ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 300-ლანჩხუთში და 200-ჩოხატაურში.
პირველ ეტაპზე ვაქცინაციას დაექვემდებარება სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირები: როგორც ექიმები, ასევე, კლინიკებში მომუშავე ტექნიკური პერსონალი.
15 მარტს დაიწყო ვაქცინაციის პროცესი ოზურგეთში.