ჩოხატაურში კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესი განახლდა.
„გურია ნიუსს“ სატელეფონო საუბრისას ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო ჯიბუტმა განუცხადა, რომ ჩინური წარმოების „სონოფარმის“ ვაქცინით პირველივე დღეს 11 ადამიანი აიცრა.
„აიცრა 11 ადამიანი, ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, რომლებმაც დაჯავშნეს ადგილი ვაქცინის გასაკეთებლად და გაიკეთეს ვაქცინა“,_ გვითხრა ჯიბუტმა.
ჯიბუტის თქმითვე, აცრილები 55 წლამდე სხვადასხვა ასაკის ადამიანები არიან.
ცნობისთვის, “სინოფარმის” ვაქცინით აცრა კლინიკა “მედალფაშია” შესაძლებელი.
აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ 15 22.