ნოდარ დუმბაძის 89 წლის იუბილე აღნიშნეს დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, რომელსაც მწერლის ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ.
საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში სამხატვრო გალერიაში დუმბაძის იუბილისადმი მიძღვნილი კონკურსის “მე ვხედავ მზეს” გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა;
ბიბლიოთეკაში ახალგაზრდა მწერლებთან მოეწყო შეხვედრა, ხოლო ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში ჩოხატაურის კულტურის ცენტრთან არსებულმა სახალხო თეატრმა ნოდარ დუმბაძის პიესებიდან ნაწყვეტები წარმოადგინა, რამაც მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
ამავე თემაზე: ნოდარ დუმბაძე დღეს 89 წლის გახდებოდა
“გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე…” _ ნოდარ დუმბაძის 35 ციტატა