ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის უფროსის იამზე ვაჩეიშვილის ინფორმაცით, 8 მარტს დაგეგმილი სოფო ბათილაშვილის და ზვიად ბოლქვაძის კონცერტი გადაიდო.
კონცერტის ზუსტი თარიღი მოგვიანებით გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.
ოზურგეთში გადაიდება თუ არა სარვამარტოდ დაგეგმილი ღონისძიება ცოტა ხანში გახდება ცნობილი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძემ განუცხადა, სავარაუდოდ ღონისძიება გადაიდება, მაგრამ ზუსტი დირექტივები 12 საათზე ჩანიშნული საგანგებო შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, უწყებათშორისმა საბჭომ ხალხმრავალი ღონისძიებების აკრძალვის შესახებ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების მიღება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება.