ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ „პირველ არხთან“, კერძოდ, „ბიზნესპარტნიორთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მთელი მსოფლიო ცოდნით, ბრძოლით, სწავლით, ხოხვით, წვალებით იწყობს კარიერას, საქართველოში კი კარიერა მლიქვნელობით იწყება.
„ჩვენ უნდა დავანგრიოთ იმისთვის, რომ ახალი ავაშენოთ. სამწუხაროდ, ფუნდამენტი არ გვაქვს, რომელზეც ავაშენებთ. კი იტყვიან, გვაქვსო, მაგრამ…
და რაც მთავარია, გამოვაცხადოთ 2021 წელი მლიქვნელობის გარეშე. მლიქვნელობა ღუპავს და ამან გამაგიჟა. მთელი მსოფლიო ცოდნით, ბრძოლით, სწავლით, ხოხვით, წვალებით იწყობს კარიერას, ჩვენთან მლიქვნელობით. თუ კარგი მლიქვნელი ხარ, გარანტირებული რაღაც გაქვს. გააჩნია, როგორ გაარტყამ და ვისთან იმლიქვნელებ. ამით გადიან ფონს. ამ დროს, საქართველოს შეუძლია, რომ იყოს შეძლებული, პოპულარული და ძალიან კარგი ქვეყანა“, – აღნიშნავს ჭყონია.