აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა მასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა და რომ ამ შეხვედრის მომზადება მიმდინარეობს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ტრამპის განცხადებით მიმდინარეობს შეხვედრისთვის მზადება.
“პრეზიდენტ პუტინს სურს შეხვედრა. მან ეს თქვა საჯაროდაც კი და ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი. ეს არის სისხლიანი არეულობა”, – განაცხადა ტრამპმა.