ოზურგეთში, სამოქალაქო მოძრაობა ,,თავისუფლებისთვის”, მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიის და პოლიტიკური პარტიების ერთი ნაწილი ქალთა მოძრაობის მიერ დაგეგმილ სექსუალური ძალადობის საწინააღმდეგო მარშს შეურთდნენ და მდუმარე აქცია გამართეს.
“ჩვენ ვამბობთ, რომ თანხმობის არარსებობა გაუპატიურებაა!“ – “ვუერთდებით დღევანდელ მარშს, რომელიც “ქალთა მოძრაობისა” და სოლიდარული ჯგუფების მიერაა დაგეგმილი საღამოს 8 საათზე, თბილისში. წელს ეს დღე ეძღვნება სქესობრივ დანაშაულთან ბრძოლას, კონკრეტულად, ვითხოვთ კანონში გაუპატიურების დეფინიციის ცვლილებას. ჩანაწერი, რომელიც ჩვენ ახლა გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსში, არის მოძველებული, ის არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს, მათ შორის, არც სტამბოლის კონვეციას, რომელსაც მიერთებულია საქართველო. კერძოდ, გაუპატიურების მუხლში თანხმობა უნდა იყოს ამოსავალი წერტილი.
დღევანდელი კანონმდებლობა, სასამართლო ქალს სთხოვს, რომ გარდა გაუპატიურებისა, მას ეტყობოდეს ფიზიკური ძალადობის კვალი, ანუ უნდა იყოს ნაცემი, სხვა შემთხვევაში, მისი მსხვერპლად აღიარება არ ხდება. ითვლება, რომ ის არ არის გაუპატიურებული, არ ისჯება მოძალადე. ეს უნდა შეიცვალოს, რადგან ხშირად არის გარემოებები, როდესაც ადამიანს დათრგუნული აქვს ნების გამოხატვის თავისუფლება. ამას ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ქალები არ არიან დაცული.- გვითხრა “თავისუფლებისთვის“ წევრმა და აქციის ორგანიზატორმა ნინო ურუშაძემ.
“გურია ნიუსის“ კითხვაზე, რატომ არის საზოგადოება ინერტული მსგავსი ტიპის აქციაზე? _ ნინო ურუშაძემ გვიპასუხა, რომ ეს ცნობიერებიოს დაბალი დონის ბრალია.
_ ცნობიერება დაბალია. საზოგადოების ერთი ნაწილი, არ მიიჩნევს პრობლემად ამას. ეს იმ ფონზე, როდესაც კატასტროფული სიტუაცია გვაქვს ქვეყანაში, ყოველ კვირაში ხდება ფემიციდის შემთხვევა.
ოთარ რევიშვილი, აქციის მონაწილე: პირველ რიგში, ვუერთდები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს და მოვუწოდებ კანონმდებლობს, რომ დროულად მოხდეს კანონში ცვლილებები, რაც შეიძლება მეტად დაცული იყოს ქალთა უფლებები. კანონი უნდა იყოს რეალური. ყველა ვხედავთ, რა რეალობაში ვცვხოვრობთ. ერთად უნდა ვიდგეთ, რომ ეს საშინელი ამბები, რაც ხდება საქართველოში, აღმოიფხვრას.
ავტორი