კანონმდებლობით არ იზღუდება არანაირი გადაადგილება. ყველა მოქალაქეს, როგორც ჩვენ რუსეთში, ასევე მათ საქართველოში, აქვთ გადაადგილების უფლება“, _ ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ჯაბა ჯიშკარიანი საქართველოში ე.წ. ღამის მგლების წევრების შემოსვლას და ვაკის პარკში მათ გამოჩენას.
როგორც ჯიშკარიანმა ვაკის პარკში, ფაშიზმდე გამარჯვების დღესადმი მიღვნილ ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან კომენტირებისას განაცხადა, „ჩვენ ვერ დავუშლით ვერავის აქ ყოფნას და აზრის გამოხატვას“.
„რუსეთს თავის დამოკიდებულება აქვს ამ ყველაფერთან. ამ თემას რომ გავყვეთ ძალიან შორს წავალთ. ჩვენ ვიცით ჩვენი პოზიცია, რომ რუსეთი არის ოკუპანტი; საქართველო მის მიერ არის ოკუპირებული. რაც შეეხება „ღამის მგლების“ აქ ყოფნას, ჩვენ ვერ დავუშლით ვერავის აქ ყოფნას და აზრის გამოხატვას. ამ შემთხვევაშიც კონკრეტულად დღევანდელ დღეს რადგან ეს არ იყო მარტო საქართველოს მიერ წარმოებული ბრძოლა, არამედ, იყო საბჭოეთის მიერ წარმოებული ბრძაოლა ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კანონმდებლობით არ იზღუდება არანაირი გადაადგილება. ყველა მოქალაქეს, როგორც ჩვენ რუსეთში, ასევე მათ საქართველოში, აქვთ გადაადგილების უფლება“, _ განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.
მან ფაშიზმზე გამარჯვების დღე ყველა ვეტერანს მიულოცა.
„მინდა ყველას მივულოცო ფაშიზმზე გამარჯვების დღე. განსაკუთრებით ვულოცავ ომის ვეტერანებს, რომლებიც იბრძოდნენ და დღეს ცოცხლები არიან. ყველაზე მეტად პატივს ეს ადამიანები იმსახურებენ. მათ შეგვიქმნეს ჩვენ ძალიან ღირსეული მომავალი, რომელიც ღირსეულად უნდა გავაგრძელოთ. მინდა ასევე პატივი მივაგო ყველა დაღუპულ ადამიანს, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად შემოგვინახა ეს მომავალი, რასაც ერქვა თავისუფლება და საქართველო გვემახსოვრება თითოეულ ჩვენგანს; არდავიწყების საშუალებით წინ წავალთ რომ გვახსოვდეს ყოველთვის, რომ დაკარგა ქვეყანამ 300 ათასი მებრძოლი ვაჟკაცი, რომლებიც სისხლს უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ“, _ განაცხადა ჯიშკარიანმა.