ახალი გრენლანდია დნება.
BBC-ის ინფორმაციით, მეცნიერები ყინულის სწრაფი ტემპით დნობის გამო გაოცებულები არიან, ხოლო წყლის ნაპირას გაშენებული ქალაქები კი საფრთხის წინაშე დგებიან, რადგან ყინულის დნობა ოკეანეებისა და ზღვების დონეს გაზრდის.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გრენლანდიამ მილიარდობით ტონა ყინული დაკარგა, 362 მილიარდ ტონა ყინულის დადნობას კი ოკეანეებისა და ზღვების დონის 1 მილიმეტრით გაზრდა შეუძლია, რაც დიდი ციფრი არ არის, თუმცა 2012 წელს გრენლანდიამ 450 მილიარდი ტონა ყინული დაკარგა, წელსაც დაახლოებით იმავე რაოდენობა, რის შედეგადაც, წყლის დონე 2 მილიმეტრამდე მოიმატებს, გარდა ამისა, წყლის გაფართოებას ანტარქტიდის დნობაც განაპირობებს.
„ჩვენ ვკარგავთ გრენლანდიას, მაგრამ საკითხია რამდენად სწრაფად“,_ამბობს გეოლოგი, ყინულის ფენის მკვლევარი, ჯეისონ ბოქსი.
ნასა წლებია აწარმოებს პროექტებს, რომლებიც იკვლევს ყინულის დნობის მიზეზებს და ცდილობს დაადგინოს რა შეიძლება დაემართოს ყინულს მომავალში.
ერთ-ერთი დასკვნის მიხედვით, ყინული არა მარტო თბილი ჰაერისგან, არამედ იმ წყლის გათბობითაც დნება, რომელიც მის სანაპიროზეა.
როგორც მკვლევარები ამბობენ, პარიზის 2015 წლის ხელშეკრულების შეთანხმების შესრულების შემთხვევაშიც კი, რომელიც ემისიის შემცირებას ეხება, გრენლანდიაზე ყინული მაინც დადნებოდა, თუმცა, შესაძლოა დნობის პროცესი შეფერხებულიყო.
რთული გამოწვევა მეცნიერებისთვის კი ზღვის დონის აწევის სანდო პროგნოზის გაკეთებაა.