https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

    „უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

    ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ჩვენი ბავშვობის თბილისი

11:05; 13.05.2017
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ბოლო დროს ძირძველი თბილისელებისგან ხშირად მომისმენია, რომ ქალაქმა საკუთარი ტრადიციები და რაც ყველაზე საწყენია, განუმეორებელი ხიბლი დაკარგა. ალბათ, ეს სინანული სიმართლის მარცვალს შეიცავს. საკუთარ თავს წინა საუკუნის 70-იანელებს მივაკუთვნებ და როდესაც წარსულზე ვფიქრდები, ჩემს საყვარელ ქალაქში ბევრი რამე შეიცვალა. რომელი ერთი ჩამოვთვალო. რაც დღეს განსაკუთრებით თვალში მხვდება, იმ სითბოს გაუჩინარებაა, რომელიც თბილისს ყოველთვის თან სდევდა. ხალხს ერთმანეთთან სხვანაირი, უფრო ახლობლური ურთიერთობა ჰქონდა. ახლობლობა დღესაც არ მოშლილა, მაგრამ ყოველივე ამას ამჟამინდელი დაძაბული ცხოვრების რიტმიც დაემატა. თითქოს საკუთარ ნაჭუჭებში ჩავიკეტეთ და მეგობარ-ახლობლებსაც რაღაც მანძილზე დავშორდით. დღეს მკითხველის სამსჯავროზე უბრალო თბილისელების მოგონებებს წარმოვადგენ. მათი ავტორების დასახელებიდან თავს შევიკავებ, რადგან მათ ადგილზე ამ წერილის წამკითხავი ნებისმიერი მკითხველი შეიძლება აღმოჩნდეს.

„ჩემი ბავშვობა სუკონკაა. სიზმრებში ეხლაც იქ ვცხოვრობ. გრუზინი ნა არმიანე ვთამაშობდით ფეხბურთს (არ გამლანძღოთ ეს ტოლერანტი კაცი).

კიდევ – უკანა ეზოში საქანელები იყო. რა თქმა უნდა სუკონკის სტადიონი. სომეხი დირექტორი ჰყავდა ამ სტადიონს. ჩერდაკში პაპიროსების მოწევა.

სანაპიროზე სეირნობა მიყვარდა . დღეს სულ რომ რესტორნებითაა დაფარული და დაამახინჯა ქალაქის იერსახე.(თუმცა არც მაშინ იყო გადასარევი). 2 აუზი -ერთი სანაპიროს დასაწყისში იყო , მეორე ბოლოში.  

22-ე სკოლა. ლილი ნიკოლაევნა ჩვენი დირექტორი, ლამარა მასწ-დამრიგებელი .

დეკორაციული ცვლილებები მოხდა – ხალხი შეიცვალა და რამდენიმე ელემენტი დაემატა. სხვა იგივეა .

ჰო ლეგენდარული ფრაზა – დიდუბელი ვარ ძმაო, სუკონკელი“.

„მამას დავყავდით კაფე “მეტროში” – სასტუმრო “ივერია” ააშენეს მერე ამ ადგილზე – ნაყინს გვაჭმევდნენ იქ.

კიდევ ფუნიკულიორის ვერანდაზე რესტორანი მახსოვს კარგად – უფროსები ცეკვავდენ, ჩვენ ქალაქს ვუყურებდით

სტუდენტობაში “მუხამბაზის” ბარი და ფუნიკულიორის “წითელი ბარი”.

„კიროვის (ეხლანდელი ვერის) პარკი მქონდა გადათელილი. სკოლაც იქვე მქონდა 51-ე საშუალო. ეხლაა ცოტა გარედან ვიდზე, თორე ჩემს ბავშობაში ჩვეულებრივი სკოლა იყო, ოღონდ რატომღაც ქალაქში ერთ-ერთ „სვეცკი“ სკოლად ითვლებოდა. ისე სიმართლე რომ ვთქვა ვისაც სწავლა უნდოდა სწავლობდა. არ იყო მაგის პრობლემა.

კიროვის პარკში (ვერელები თუ შემოდიხართ გემახსოვრებათ) ეკლესიასთან ცხოვრობდა ქურთი მეეზოვე, სახელად გულო. მსგავსი მზესუმზირა რასაც ეგ სახლიდან ყიდდა იმის შემდეგ არ გამისინჯავს არსად…

შატალო მახსენდება კიდევ, ოღონდ სად მივდიოდით ეგ აღარ მახსოვს. მთავარი იყო გაკვეთილიდან გამოვპარულიყავით. კაი ბიჭობად ითვლებოდა.

კიდევ პიონერებში რომ არ მიმიღეს (ზუსტად არ მახსოვს რატომ), მთელი ღამე ვტიროდი. სკოლაში რომ მივედი მთელი კლასი წითელი ყელსახვევით დამხვდა. ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი კოშმარი და იმედგაცრუება მაგ ასაკში“.

„ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან საპატიო ყარაულში დგომა 40 გრადუსიან სიცხეში და პარადისთვის მარშიროვკები. ესეც კარგად მახსენდება… ფეხბურთზე დავყავდი მამაჩემს. ერთი სული მქონდა როდის წავიდოდით სტადიონზე. შესვენებისას ლატარეა თამაშდებოდა და ერთხელ ბურთი მოვიგე .     

კიდევ სკოლის პერიოდში (უფრო დაწყებით კლასებში) იყო პირველი სიყვარული. მაგრამ ეხლა მაგის სახელიც კი არ მახსოვს“.

„რუსთაველის მეტროსთან ფილარმონიისკენ რომ მიდიოდი, მანდ იყიდებოდა გლიასე. მაგის გემო ეხლაც მახსოვს და ეხლანდელი „მაკდონალდსის“ წინ მაშინ „აეროფლოტის“ სალაროები იყო. გაზიანი წყლის აპარატები იდგა, 5 კაპიკს რომ ჩააგდებდი და მწვანე და წითელი წყალი მოდიოდა. მერე აირია ქვეყანა, ჯერ ჭიქები გაქრა მაგ აპარატებიდან, შემდეგ კი თავად აპარატები.

თავისუფლების მეტროს წინ კუთხეში იყო ავიასალარო. დიდ ვიტრინაში იყო თვითმფრინავის მაკეტი (თავი ჰქონდა ახდილი) – ყველაფერი ნამდვილი თვითმფრინავივით ჰქონდა, ვაფრენდი მანდ მისვლაზე.

ხომ კიდევ. რუსთაველზე იყო მაღაზია „ლუქსი” და იმის ვიტრინაში მამაკაცის უშველებელი ფეხსაცმელი იდო. დედაჩემს სულ ვეკითხებოდი – ამას ვინმე იყიდის?“

„მე კიდევ გავიხსენებდი მეტრო „რუსთაველთან“ კედელი რომ არის, იქ იყო სანაყინე. ბუნდოვნად მახსოვს, მგონი დიდი მუყაოს პინგვინი იყო შესასვლელთან აყუდებული. მანდ იყო მარტო გლიასე და მწვანე ნაყინის ბრიკეტები.

კიდევ მახსოვს ბაღი „სამაია“, ძალიან მიყვარდა ის ძეგლ-შადრევანი. იქვე იყო ფოტოგრაფი და ყოველი წლის შემოდგომაზე მე და პაპაჩემი მანდ ვიღებდით ფოტოს. მერე ვიტრინაში ჰქონდა გამოკიდული იმ ფოტოგრაფს და ძალიან ვამაყობდი. ვთვლიდი რომ ულამაზესი პაპა რომ მყავს იმიტომ კიდებდა, პაპაჩემი კი თურმე თვლიდა რომ ჩემს გამო ეკიდა. პაპა რომ გარდამეცვალა ბოლო სურათი კიდევ დიდხანს იყო იქ. ფოტოგრაფმა თქვა ესეთი ლამაზი კაცი არასდროს გადამიღიაო.

მსახიობი-კომიკოსი გახსოვთ, თენგიზ ჩანტლაძე? ჩვენი ფანჯრები მის აივანს და სამზარეულოს უყურებდა. დილას რაფაზე დავჯდებოდი და ბებიაჩემს ვეძახდი, მოდი, მოდი, იმ მსუქანმა კაცმა გაიღვიძაო. სამზარეულოს მაცივრიდან რამე-რუმეებს რომ გადმოილაგებდა, მერე აივანზე გამოდიოდა და მეორე მაცივრიდანაც რაღაცეებს ამატებდა და ჩვენ ამაზე განსაკუთრებულად ვხალისობდით. მერე თინეიჯერობისას ვნახე კომედიის თეატრში და იქ ვიცანი „მუდამ მშიერი” მეზობელი.

კიდევ ჩემი მეზობელი საკმაოდ ცნობილი მსახიობი ბადრი ბეგალიშვილი იყო. მისი შვილი ე.წ ტრუსიკის ძმაკაცია. მის ოჯახში დავლიე პირველად ღვინო. მისმა შვილმა მაცდუნა (ისიც მსახიობია, ისიც ბადრი )“.

„ჩემი მეზობელი ომარ გვასალია გამახსენდა. ძალიან მიყვარდა მათი ოჯახი. ომარი სადღაც უცხოეთში იყო და დიდი ორმეტრიანი გასაბერი ლურჯი კურდღელი ჩამოიტანა, დიდივე სტაფილოთი ხელში. საერთო ოთახში ჰქონდათ აყუდებული კედელთან. კიდევ ჩამოტანილი ჰქონდა რამზეს მეორეს ნიღაბი -ბრა და იმ ოთახში შესვლა ყოველთის მეშინოდა.

შაბათობით დავდიოდით კინო ყაზბეგში. „ფანფან ტულპანი“ მგონი მილიონჯერ მაქვს ნანახი“.

„კეკელიძეზე შოკოლადების დიდი მაღაზია ვის ახსოვს? გრილიაჟი მგონი მარტო მანდ იყიდებოდა  და ყურძენივით ძაფზე ასხმული შაქარყინული? და უზარმაზარი ნუგა? ( რადიატორზე ვდებდით და ვათბობდით რომ ჩაკბეჩა მოგვეხერხებინა).

მაღაზია „ვარაზი”. ყოველ დღე ჩემი შვილი დაყავდა ბაღის მერე ჩემს ქმარს და ირისის „დიიიიდ“ პლიტკებს ყიდულობდნენ“.

„ჩემი ბავშვობა 90-იან წლებს დაემთხვა. ჰაუბიცას ხმა მახსოვს. დიდ დიღომშიც კი ისმოდა. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. უშუქობა, უტრანსპორტობა, სიცივე, პურის რიგები. მერე ნავთის რიგები (ცოტა რომ გამოსწორდა სიტუაცია).

უფროს კლასებში უკვე გაჩნდა გართობის საშუალებები. დიდ დიღომში ორსართულიანი ავტობუსი დადიოდა, შატალოზე დავდიოდით ძმაკაცები და მაგით „ვკატაობდით“ ხოლმე (იასნია მეორე სართულზე)“.

„ბარათაშვილის ქუჩაზე „სონის“ მაღაზია იყო და ამ მაღაზიის კარები თვითონ იღებოდა, ახლოს რომ მიხვიდოდი. თბილისში პირველი ასეთი კარი იყო და მაგაზე მაგარს „ვკაიფობდით“.

„ძალიან ღრმა ბავშვობიდან ყველაზე საშინლად ის მახსოვს, რომ ვაჟაზე, ე.წ. ჩუბინიძის ბაღში დავდიოდი. მანდ ეხლაც ეგრეა და მაშინ ხომ საერთოდ… ცივი წყალი გრაფიკით იყო, დილა-საღამოს, ანუ რაც ბაღში ვიყავით, წყალი ფაქტიურად არ მოდიოდა, სამაგიეროდ მაგ უბანში გოგირდის ცხელი წყალი სულ იყო. ერთხელ ისე მოგვწყურდა, ის ცხელი წყალი დავლიეთ ბავშვებმა.

შემდეგი პერიოდიდან მახსოვს გაუთავებელი ჩხუბები რუსის ბავშვებთან. ჩემი კორპუსის წინ სამხედროების კორპუსები იდგა, სადაც 4 წელიწადში ერთხელ როტაციით იცვლებოდნენ რუსები ოჯახებით. ჰო და ამ რუსის ბავშვებს დავიჭერდით და ქართულად რატომ არ გველაპარაკებითო ვეჩხუბებოდით. გამწარებულები ყვიროდნენ: „Мы в советском союзе живём“-ო. ეხლა რომ მახსენდება, რას ვერჩოდით იმ ბავშვებს

კიდევ მახსოვს, დაწყებით კლასებში დამრიგებელი ქალი გვყავდა და შრომის გაკვეთილზე ქსოვას გვასწავლიდა ბიჭებსაც და გოგონებსაც. ვიჯექი თურმე ავტობუსში და ვქსოვდი ხოლმე. ხალხი პირდაღებული მიყურებდა“.     

„ბიჭები დავდიოდით ნაბერეჟნზე, ვარანცოვთან რომ იყო მაღაზია „იუნნი ტეხნიკ”. მერე იქიდან ვიღაცამ „კრუჟოკში“ დაგვიბარა პიონერთა სასახლეში და სარკეებიანი დარბაზი რომ ვნახეთ, მე და ჩემი ძმაკაცი ვიძახდით – ცოლებს რომ მოვიყვანთ ქორწილი აქ გადავიხადოთ ქეთო და კოტესავითო.

მერე ჩავუყვებოდით რუსთაველს და წითელი კაფე იყო „ნარგიზი”, 22 კაპიკი ღირდა უზარმაზარი ეკლერები და შუები.

მარჯანიშვილზე ხიდისკენ, კუთხეში იყო დიდი ტკბილეულობის მაღაზია. დიდი შოკოლადის შარიკები იყიდებოდა, ან ქიშმიში იდო ან თხილი.

ჩხუბით ძირითადად ვჩხუბობდით „არტოს“ ბაღში, ან ფოსტის უკან ეზოში. ჩემი სკოლის სიყვარული ცხოვრობდა ქურდიანის ქუჩაზე და სულ მეგონა ვიღაც ქურდის სახელობის იყო ეგ ქუჩა. ამაყად მივდიოდი ხოლმე – მეგონა მაგარი კაცი ვარ, ქურდების უბანში დავიარებოდი.

კიდევ რა მახსენდება. პედრო, დონალდო, შიკოლადნიი ესკიმო და სპეკულანტებთან ნაყიდი ჯინსები“.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როგორი იქნება ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა _ საპროექტო ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

13:43; 2 მარტი, 2026
საზოგადოება

ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა კაცი გადახტა

11:06; 2 მარტი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

10:41; 2 მარტი, 2026
საზოგადოება

საფრანგეთში ქართველი ახალგაზრდა გარდაიცვალა

08:35; 2 მარტი, 2026
საზოგადოება

სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, შეექმნება თუ არა საფრთხე სხვის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სადაც ცხოვრობთ – იურისტის განმარტება

18:31; 1 მარტი, 2026

“შეიძლება დოლარები უნდა დაურიგონ გაჭირვებულებს“_ მოქალაქეები ჯიხურების მონტაჟს აპროტესტებენ

თავს ფარცხალაძე, თანმხლებ პირებთან ერთად, დამესხა _ ლაშა თორდია

ყველა სიახლე

საზოგადოება

როგორი იქნება ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა _ საპროექტო ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

13:43; 2.03.2026
სამართალი

ჩოხატაურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

12:49; 2.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს მთავრობა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

12:40; 2.03.2026
პოლიტიკა

პაატა ზაქარეიშვილი – ირანში რეჟიმის ჩამოშლა იოლი არ არის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია არაფერს ნიშნავს, ამით ისტორია არ მთავრდება

12:39; 2.03.2026
პოლიტიკა

რა აკავშირებს ირანის დროებითი სულიერ ლიდერს ალირეზა არაფს საქართველოსთან

11:32; 2.03.2026
სამართალი

ავტობანიდან მანქანა გადავარდა

11:11; 2.03.2026
საზოგადოება

ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა კაცი გადახტა

11:06; 2.03.2026
ფეისბუქსტატუსები

“აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

11:02; 2.03.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

10:41; 2.03.2026
ზაფრანი

ვინ მდიდრდება იშვიათად

10:32; 2.03.2026
მსოფლიო

ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

10:19; 2.03.2026
ზაფრანი

ვის უყვარს ორმაგი თამაში სიყვარულში

10:13; 2.03.2026
ზაფრანი

წარმატების ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი

10:10; 2.03.2026
ზაფრანი

რატომ უნდა გყავდეთ ზოდიაქოს ამ ორი ნიშნით დაბადებული ადამიანი მეგობრებში

10:00; 2.03.2026
მსოფლიო

„უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

9:58; 2.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

11:02; 2.03.2026
0

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო