ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტი გურო მიქელაძე სოციალურ ქსელში სტატუსს წერს, რომელიც გომისმთაზე მშენებლობების ბუმს ეხება.
“კარგად რომ დავინახოთ, რამდენად უშინაარსოა თბილისის მერის განცხადება, რომ სახელმწიფო საკუთრებას იცავენ მიტაცებისგან, ეს ფოტოც გამოდგება. ეს გომის მთაა, რომელსაც ნამდვილად ჰქონდა დიდი ტურისტული პოტენციალი, მაგრამ ჩვენმა ბიძერებმა მისხალ-მისხალ ჩატენეს ამ ტერიტორიაზე კოტეჯები. იგივე ხდება სხვა ტურისტულ ადგილებში (ბაკურიანიც კიდევ ერთი ნათელი ილუსტრაციაა ამის).
სახელმწიფო ქონების მიტაცება პირველ რიგში მსხვილი ბიზნესებისგან არის საჭირო, რომლებიც მართლა თაღლითური სქემებით მოქმედებენ და ისე იკავებენ უმნიშვნელოვანეს ტერიტორიებს. მაგრამ არა, ჩვენი სახელმწიფო საპოლიციო აპარატი აფრიკის მივარდნილ დასახლებებში საარსებოდ დაკავებულ მიწებს ათავისუფლებენ, რომ მერე, ისევ მსხვილი ინტევსტორისთვის ამ ქონებამ მიმზიდველობა არ დაკარგოს.“ -წერს გურო იმნაძე.