FOX NEWS-ის ინფორმაციით, ჩილეში აცხადებენ, რომ იმუნიტეტის პასპორტებს გასცემენ.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პასპორტები იმ ადამიანებს გადაეცემათ, რომლებიც კარანტინიდან ან სხვა შეზღუდვებიდან გათავისუფლდებიან.
პასპორტების მიზანია, რომ ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსისგან ჯანმრთელები არიან მუშაობის საშუალება მიეცეთ.
გავრცელებული ინფორმაციით, იმუნიტეტის პასპორტს კრიტიკოსები გამოუჩნდნენ.
„არსებობს სერიოზული ეჭვი ვირუსის მიმართ ხანგრძლივი იმუნიტეტის შესახებ. მოვუწოდებთ მთავრობას გადახედოს პოლიტიკას და ჩართოს ექსპერტები დისკუსიაში სქემის გახორციელებამდე“,_ ამბობენ ისინი.