კორონავირუსის პანდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, „ევროპაბეთი“ ითვალისწინებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციას და დროებით აჩერებს ოფლაინ კაზინოების ფუნქციონირებას. კომპანიის გადაწყვეტილებით, ეს გავლენას არ მოახდენს თანამშრომელთა შრომით ანაზღაურებაზე.
„ევროპაბეთი“ პირველი მსხვილი კომპანიაა, რომელმაც თანამშრომელთა უსაფრთხოების მიზნით დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის მზაობა გამოთქვა. ორშაბათიდან მათი 80 პროცენტი სახლიდან მუშაობს. ოფლაინ კაზინოების დახურვაც საპრევენციო სტრატეგიის გაგრძელებაა. ამ ნაბიჯით “ევროპაბეთი” იზიარებს სახელმწიფოს რეკომენდაციას, რომელიც დახურულ სივრცეებში მოქალაქეთა ინტენსიური კონცენტრაციის თავიდან არიდებას ითვალისწინებს!, – ნათქვამია „ევროპაბეთის“ განცხადებაში.