ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, ლანჩხუთში ჯანდაცვის საზოგადოებრივ ცენტრს აქტურ რეჟიმში უწევს მუშაობა. როგორც ცენტრის პრესასთან ურთიერთობიის წარმომადგენელმა, ირაკლი კუპატაძემ გვითხრა, მოქალაქეების მხრიდან ცენტრში შემოსულ თითოეულ ზარზე ოპერატიულად ხდება რეაგირება და ინფორმაციის ადგილზე გადამოწმება.
„ახლანდელი მდგომარეობით, ლანჩხუთში თვითიზოლაციაში 40 პირი იმყოფება. კიდევ მიმდინარეობს შემოსული ინფორმაციების გადამოწმება. კარანტინში სულ ოთხი პირია გადაყვანილი, მატება ამ კუთხით არ გვაქვს“, _ გვითხრა ირაკლი კუპატაძემ.