რეჟისორ ლევან აკინის ფილმის შემოქმედებით ჯგუფს მგალობლები უჩივიან.
როგორც დეკანოზი გიორგი რაზმაძე აცხადებს, ქეთევან წამებულის ეკლესიის მგალობლებს ფილმის თემატიკაზე არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.
დეკანოზის თქმით, მგალობლებს ზაფხულში დაურეკეს და უთხრეს, რომ ფილმი ქალ-ვაჟური სიყვარულზე და ტრადიციებს ეფუძნება.
მგალობლებმა შეთავაზება მიიღეს, მაგრამ ფილმის პრემიერის შემდეგ გაიგეს „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რა თემაზეა გადაღებული.
ისინი ფაქტის გამოძიებას და ფილმიდან ნაწილის ამოღებას ითხოვენ.