ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი გრძელდება _ დღეს დაბა ლაითურში igi დილიდანვე მიმდინარეობს.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები მოხალისეებთან და სამართალდამცავებთან ერთად, მოსახლეობას სახლში აკითხავენ და თერმოსკრინინგს უტარებენ.
თერმოსკრინინგის ფარგლებში შეფასდება მოქალაქეთა ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოხდება მათი ზუსტი დიაგნოსტიკა.
ადგილზე იმყოფებიან გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც არსებულ ვითარებას ეცნობიან.