თუ ძველ ტრადიციებს მიჰყვებით, არ დაპატიჟოთ 13, 40 და 53 სტუმარი, არ აანთოთ ამდენი სანთელი. ცუდის მომასწავებელია სუფრასთან 9, 13, 18, 21, 50, 99 და 100 სტუმრის დაპატიჟება.
აგრეთვე, არასასურველია ამდენი სანთლის ტორტზე დამაგრება. ძველად, ტორტის ნაცვლად წიწიბურასა და კვერცხის ღვეზელს აცხობდნენ და საუკეთესო წლის დასაბედებლად, იუბილარის თავზე ანაწევრებდნენ. ღვეზელს არ ჭამდნენ და გაჭირვებულებს ურიგებდნენ. თანამედროვე სადღესასწაულო ტორტი სანთლის გარეშე წარმოუდგენელია.
წრეზე ანთებული სანთლები იუბილარს ბედნიერებას მოუტანს და ავი თვალისგან დაიფარავს. სანთლების ჩაქრობისას იუბილარმა სურვილი უნდა ჩაიფიქროს და სხვების დაუხმარებლად ჩააქროს.
სასურველია, დღეობაზე იუბილარს ახალი სამოსი ეცვას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გამოიცვალოს. ასევე ცუდის მომასწავებელია სუფრაზე მარილის დაბნევა, წყლის დაღვრა და ჭურჭლის გატეხა.
როდესაც უკანასკნელ სტუმარს გააცილებთ, ოთახი, სადაც სუფრა გქონდათ გაშლილი, გამოხვეტეთ და ნაგავი იმ ღამესვე გადაყარეთ. ამით, ოთახში დაგროვებული უარყოფითი ენერგიისგან გათავისუფლდებით.